LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბრაზებულმა თანამშრომელმა, რომელსაც დაწინაურებაზე უარი უთხრეს, უფროსის ოჯახი ამოხოცა

50
mugshot_xsguuu

58 წლის ფანგ ლუ თავისი უფროსისა და მისი ოჯახის მკვლელობისთვის 8 წლიანი ძებნის შემდეგ დაიჭირეს. ჩინელი ამერიკელ უფროსს სამსახურში დაწინაურებას სთხოვდა და უარის მიღების შემდეგ მთელ ოჯახს გაუსწორდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Daily Beast ავრცელებს.

მამაკაცი, რომელიც მართლმსაჯულებას 2014 წლიდან ემალებოდა, აშშ-ში ნავთობის კომპანია Schumberger-ში მუშაობდა. ერთხელაც მან თავის მენეჯერს სთხოვა, რომ უფროსობასთან მის დაწინაურებაზე სიტყვა ჩამოეგდო. თუმცა, მენეჯერმა ამის ნაცვლად უფროსობას ფანგ ლუზე ცუდი რაღაცები უთხრა. ჩინელი არ დააწინაურეს, მისი კოლეგები კი მის მიმართ შეიცვალნენ.

შეურაცხყოფილმა ლუმ დანაშაული 2014 წლის 30 იანვარს ჩაიდინა. ჩინელმა ცოლი, ორი ვაჟი და თავად 50 წლის მენეჯერი საკუთარ სახლში მოკლა. გამოძიების დოკუმენტებში ნათქვამია, რომ საბედისწერო დღემდე ცოტა ხნით ადრე მკვლელმა პისტოლეტი შეიძინა.

ამის შემდეგ ლუ ჩინეთში დაბრუნდა და ამერიკაში მხოლოდ 8 წლის შემდეგ ჩავიდა. ეჭვმიტანილი საზღვრის კვეთისთანავე დააპატიმრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები