ვითომდა გაბზარულმა ხიდმა ტურისტებს კინაღამ გულის შეტევა დამართა. უცნაური ატრაქციის შექმნის იდეა ჩინელებს გაუჩნდათ. დაკიდებული მინის ხიდი, რომელიც ტაი-ჰანგის მთებს არტყავს გარს, სხვა მსგავსი ხიდებისგან იმით განსხვავდება, რომ პანელებზე გაბზარვის ეფექტია დატანილი. ბუნებრივია, ამის შესახებ ყველა ვიზიტორმა არ იცის და ხიდი ძალიან ბევრს აშინებს კიდეც. სწორედ ამიტომ, სოც-ქსელების მომხმარებლებმა იდეის ავტორები ძალიან გააკრიტიკეს და უცნაური პროვოკაციებისგან თავის შეკავება მოსთხოვეს.