LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაადგილება მხოლოდ სურამსა და ვერტყვიჭალასთან არის შენელებული – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

181
default

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, დაწესებული სპეციალური რეჟიმის შესაბამისად, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და სატვირთო ავტოტრანსპორტი მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 7:00-საათიდან დაიწყო.

მათივე ცნობით, ამჟამად, მოძრაობა თავისუფალია და ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალას კვანძებთან არის შენელებული.

„რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები 24-საათიან მკაცრ მონიტორინგს აგრძელებენ. ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით. მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები