LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გადადგეს “ყაზყტრანსგაზ-თბილისის” დირექტორი” – საპროტესტო აქცია კომპანიის ოფისთან [ვიდეო]

51057904_576104396187937_5403917642689937408_n

“კომპანიის დირექტორს, რომლის ცუდი მენეჯმენტის გამო ადამიანები იღუპებიან და დანარჩენი ქალაქი არის პანიკაში, ნამუსი უნდა ეყოს, რომ წავიდეს,” – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ტაზტრანსგაზ თბილისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული დიდ დიღომში მომხდარი ტრაგერდიის მსგავსი შემთხვევები.

“საერთოდ არ ვიცნობ, თვალით არ მყავს ნანახი, მაგრამ ელემენტარული პასუხისმგებლობის განცდა უნდა გქონდეს, როცა შენს გამო და შენი ცუდი მენეჯმენტის გამო მსხვერპლია ქალაქში, უნდა წახვიდე. ვინმემ ვიცით ფონიჭალის და დიდი დიღმის აფეთქებების მერე მშვიდად უნდა ვიყოთ თუ არა? არის თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული? ერთი განცხადება არ გაუვრცელებია ამ კომპანიას. შესაბამიასად, უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, სადაც შევლენ დარგის სპეციალისტები და საზოგადოებისთვის საჭირო ადამიანები, რომელთაც ჩააბარებს ანგარიშს ეს კომპანია, რას აპირებენ, დაუყოვნებლივ რა არის გასაკეთებელი. ეს კომპანია მაგიდებს და თეფშებს ხომ არ აწარმოებს, მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება არის ამ კომპანიაზე დამოკიდებული.

“ყაზტრანსგაზის” ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები პასუხისმგებლობას, დიდი დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის მერიასა და “ყაზტრანსგაზის”  ხელმძღვანელობას აკისრებენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, კომპანია “ყაზტრანსგაზის“ გენერალური დირექტორის მამუკა კობახიძის გადადგომა და კომპანიაში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის მსგავსი შემთხვევები.

აქციის მონაწილეების განმარტებით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა დამნაშავე სრული სიმკაცრით არ დაისჯება. ამ დრომდე “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აქციაზე არავინ გამოსულა და კომპანიის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/421510335280579/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g