LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაღება მოუწყვეს ცხვირის გატეხვის და დასიხლიანების შემდეგ, თავი ააწევინეს, რომ კადრში კარგად გამოჩენილიყო მისი დაზიანებები. თითქოს ანგარიშის ჩასაბარებლად უნდოდათ ეს კადრები“ – დავით ქაცარავას მეუღლე

361
დავით ქაცარავა

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი, დავით ქაცარავა ამ დრომდე იგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული და მკურნალობას აგრძელებს.

დავით ქაცარავას მეუღლე სოფია ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს:

„არაერთგზის არაერთი სპეცის მიერაა ნაცემი ჯგუფურად. შავ მასაში შეთრევის შემდეგ წამით არ გაუჩერებიათ დათოს გინება. ურტყამდნენ თავიდანვე. ჭიჭინაძეზე ათრევის შემდეგ ჩააყენეს წრეში და დაესივნენ. მერე შეაგდეს ფურგონში. ამ სპეცებმა წაართვეს მობილური, საფულე, პატარა ზურგჩანთა. ( ეს ცალკე ამბავია, კანონდარღვევა) ურტყამდნენ პარტია – პარტია, ლანძღვითა და გინებით. დათო მხოლოდ ერთობისკენ და საერთო მტრის ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებდა ამ მათი ბილწსიტყვაობის ფონზე. ასევე იღებდნენ ტელეფონით ამ პროცესს. განსაკუთრებული გადაღება მოუწყვეს ცხვირის გატეხვის და დასიხლიანების შემდეგ, თავი ააწევინეს, რომ კადრში კარგად გამოჩენილიყო მისი დაზიანებები. თითქოს ანგარიშის ჩასაბარებლად უნდოდათ ეს კადრები. კიდევ ურტყეს შემდეგ. სპეცხელთათმანებით, მუშტზე კასტეტები რომ აქვს.
ესა აღარაა ძალის გადამეტება!!!!
კვალიფიკაცია უნდა იყოს წამება-არასათანადო მოპყრობა!
სტრასბურგი წინაა, აუცილებლად!
ბოლოს თავისიანს დაუძახია, კაი ახლა გეყოფაო…
პატრულს გადაუსვეს, წაიყვანეს სამგორის ,,შუშებში”. იქედან სასწრაფომ წაიყვანა ინგოროყვას კლინიკაში.
თავისთავად, ასეთი უმძიმესი დაზიანებებით არ დაიტოვეს. ხელწერილითაა გამოშვებული.
თუკი ვინმე დარჩა ამის შემდეგ ვისაც ჰგონია, რომ ორი არჩევანი გვაქვს, ვინც ფიქრობს რომ უი, აი განსხვავებულ აზრზე ვარ და მე ჩემი აზრი მაქვსო, სასწრაფოდ გაქრით ჩემი ყველა სახის ველიდან!!!!
საქართველოს სჭირდება ერთგული მოქალაქეები! თქვენ ყველა მოღალატენი ხართ! ესაა რუსეთი მხარეს ყოფნა და გააცნობიერეთ ეს!
საქართველო გაიმარჯვებს სახელოვნად!“, – წერს სოფია ხაჭაპურიძე.

ცნობისთვის,, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

დაავით ქაცარავა: „ჩამიდგეს „პლასტინა“… დამტვრეული მაქვს ზედა ყბა, ასევე ჩამტვრეულია თვალბუდის ძვალი“

“დალეწილი ვარო! დაარეკვინეს ჩემთან” – მეუღლის ინფორმაციით, დაკავებული და ნაცემია “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი დავით ქაცარავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g