LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადასახადის გადამხდელს შესაძლებობა ექნება, გათავისუფლდეს ჯარიმა-საურავებისგან

89
დდ

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დასაძლევად ახალი საგადასახადო ინიციატივა წარადგინა.

ინიციატივა საგადასახადო დავალიანებებზე ასეთია:

გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 1 აპრილამდე წარმოშობილი აღიარებული/არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები.

ამისთვის გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და გადასახადის ძირითადი თანხის გადახდა განხორციელდეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე.

გადასახადის გადამხდელებს, რომელთა მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არსებითად შედგება მხოლოდ სანქციისაგან, საგადასახადო შეთანხმება გაუფორმდებათ ანალოგიური პირობებით, საგადასახადო დავალიანების 30%-ის გადახდის შემთხვევაში.

აღნიშნული ინიციატივა ეხება ყველა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანებებს (მათ შორის საგადასახადო დავაში არსებულ დავალიანებებს), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ გადამხდელთან მიმართებაში არსებობს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ ეკონომიკურ დანაშაულზე

მსგავსი ფორმით და პირობებით წარმოდგენილი განცხადება დაკმაყოფილდება ავტომატურ რეჟიმში განხილვის დამატებითი შიდა პროცედურების გარეშე (ნებისმიერი სხვა სახით წარმოდგენილი განცხადების განხილვა მოხდება დღეს მოქმედი განხილვის ფორმით).

ინიციატივა ჯარიმა/საურავების პატიების შესახებ ერთჯერადი ხასიათის არის და უკავშირდება გადასახადის გადამხდელებისათვის პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დაძლევას.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, სრულად ხდება კუთვნილი გადასახადის ძირითადი თანხის გადახდა. შედეგად, ინიციატივის პირობების გათვალისწინებით და მიმდინარე საგადასახადო ადმინისტრირების პირობებში არსებითად გამოირიცხება კონკურენტული პირობების დარღვევა ბიზნესსექტორში და არ დაზიანდება გადასახადის გადახდის კულტურა, რომელიც არსებითად გაუმჯობესებული იყო პანდემიამდე პერიოდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g