LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გადავწყვიტე წელს დაბადების დღე სამაჩაბლოში, რკინის ეკალ-ბარდებს მიღმა დარჩენილ ვალია ბაბოსთან და უამრავ ბავშვთან ერთად გადავიხადო…მაჩუქეთ ტანსაცმელები მოხუცებისთვის, სათამაშოები ბავშვებისთვის” – სანდრო ელოშვილის მიმართვა საზოგადოებას

143
befunky-collage-2024-02-22t003909.944-2024-02-22_00-39-22_251615

სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს.

რეჟისორი საზოგადოებას სამაჩაბლოში მყოფი მოხუცებისა და ბავშვების დახმარებისკენ მოუწოდებს.

,,ძვირფასო კარგო ადამიანებო.

როგორც წესია, ყოველი წლის 25 თებერვალს მაქვს დაბადების დღე. არც ეს წელია გამონაკლისი.

გადავწყვიტე წელს დაბადების დღე სამაჩაბლოში, მავრთულხლართებთან, ნახევრად ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთში გადავიხადო, რკინის ეკალ-ბარდებს მიღმა დარჩენილ ვალია ბაბოსთან, მის მეზობელ, ყავარჯნებზე დაყრდნობილ, მარტოხელა მანჩოსთან, ლუდას მოხუცთა თავშესაფრის ბებოებთან და რა თქმა უნდა უამრავ ბავშვთან ერთად, რომელთა Secret Santa – ებიც თქვენ ხართ და 100 მდე ბავშვისთვის მიგვაქვს საახალწლო საჩუქარი… დაგვიანებით, მაგრამ სამაგიეროდ, ის რაც მათ სურდათ!.

საჩუქრებს ხომ მჩუქნით ხოლმე, ჯიბეში ფულს ხომ მიკუჭავთ ხოლმე ( ნუ ეს უფრო ბავშვობაში )

მოდით ახლაც ასე ვქნათ, ოღონდ მაჩუქეთ მაგალითად ტანსაცმელები მოხუცებისთვის, სათამაშოები ბავშვებისთვის…

მაჩუქეთ ტკბილეული, მაჩუქეთ ტორტი, ნამცხვრები, ლიმონათები…

მაჩუქეთ ფული, ვალია ბაბოსთვის ვიყიდი ზეთს, მაკარონს, ფქვილს, წიწიბურას, ჩაის, შაქარს…

რა თქმა უნდა ყველას გეპატიჟებით ჩემს დაბადების დღეზე… თავშესაფრის ეზოში, საქართველოს დროშა რომ ფრიალებს, იმის ქვეშ დავსხდეთ, ვიმღეროთ, ვიცინოთ, ვიხმაუროთ…

ჩვენი ერთად ყოფნით და ჩვენი იქ ყოფნით გახარებული ბავშვები დაგვანახებენ, იქვე მთაზე ხელით…

“ნახე რუსები დურბინდებით გვიყურებენო…”

გვიყურონ როგორ გვიხარია ერთად ყოფნა!

როგორ გვიხარია ერთმანეთი!

პ.ს. თუ არაფერს არ მჩუქნით, გადაზიარება მაინც მაჩუქეთ, იქნებ სხვამ მაჩუქოს!

ძალა ერთობაშია.

#GE32TB7609945061600014 TBC

#GE54BG0000000161381454 საქართველო”, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები