LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაძვირებული საწვავის გამო ამერიკელთა მეოთხედი ელექტროქარებს ირჩევს

43
electrocars

ამერიკელთა მეოთხედი მზადაა ელექტროქარი იყიდოს, ასეთი დასკვნა ავტომფლობელთა ამერიკულმა ასოციაციამ (AAA)  ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ბენზინის ღირებულების ზრდამ ბევრი რამ შეცვალა. მხოლოდ ივნისის თვეში ერთი გალონის ფასმა 5,02 დოლარს მიაღწია, ხოლო ლიტრის ფასი 1,33 დოლარია. სულ უფრო მეტი ამერიკელი ცდილობს ეკონომიის გაკეთებას და ელექტროქარის შეძენა ერთ-ერთი ალტერნატივაა. თუმცა, უმრავლესობას თავად ელექტროქარების ფასი და განუვითარებელი ინფრასტრუქტურა აშინებს.

ელექტროქარებზე გადასხდომის მსურველთა შორის ახალგაზრდები ჭარბობენ. მათგან 77% აზუსტებს, რომ ელექტროქარის ყიდვის სურვილი ბენზინის ფასმა გაუჩინა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის დროს ელექტროქარის ყიდვის სურვილი მხოლოდ 16%-მა გამოთქვა, ანუ ფაქტობრივად ამჟამინდელზე 2-ჯერ ნაკლებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები