გაეროს ხელძღვანელი საქართველოში ნილ სკოტის განცხადებით, გაერო შეშფოთებით აკვირდება სირიაში განვითარებულ მოვლენებს.
„საქართველო არის გაეროს აქტიური წევრი, ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და ამ პოზიციიდან გამომდინარე საქართველოს ხმამაღლა შეუძლია ისაუბროს ადამიანის უფლებებსა და მათ დარღვევებზე,“ -აცხადებს ნილ სკოტი.
ამ საკითხს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის საქართველოში იანოშ ჰერმანი. მისი თქმით, ევროკავშირი სირიაში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება.
„საქართველო რა სახით მიიღებს ამ პროცესებში მონაწილეობას ეს საქართველოს გადასაწყვეტია. ამ დღეებში ევროკავშირის სამიტი გაიმართება და სირიის თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება,“ – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.