რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სვერდლოვსკის რეგიონში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეების ცეკვის ვიდეომ. ამ ვიდეოში მოზარდების ცეკვა რუსებმა ლგბტ თემის პროპაგანდად აღიქვეს და საქმე იქამდეც მივიდა, რომ მისი განხილვა მთავარმა პროპაგანდისტებმა დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი, მოსწავლეების უწყინარ ცეკვას, რომელიც დღეს ყველა არხიდან წაშლილია, ვლადიმერ სოლოვიოვი გამოეხმაურა. საქმე ისაა, რომ სკოლის დირექტორს მხარდაჭერა გამოუცხადა ოლქის გუბერნატორმა, ევგენი კუიაშევმა. სწორედ მისი საჯაროდ დასჯას ითხოვს კრემლის პროპაგანდისტი სოლოვიოვი.
„პუტინი ამ ომს ვერ წააგებს, ნერვებს ნუ მიშლით“ – ვლადიმერ სოლოვიოვი ისტერიკაში ჩავარდა
აქვე სოლოვიოვი ინიციატივით გამოდის, კრემლის რეჟიმის ყველა ურჩი გუბერნატორი საგანგებოდ დაისაჯოს და და ამაში ის რამზან კადიროვის როლს ხედავს: „გაფრთხილებთ ყველა ურჩ გუბერნატორს, პირადად რამზან კადიროვი გასწავლით ჭკუას“ – ამბობს სოლოვიოვი.
ან ბოდიშს მოიხდი, ან ბერლინამდე მოვალთ – ვლადიმერ სოლოვიოვი გერმანიის კანცლერს ემუქრება
„მინდა, სულ შენი ფრაზებით ვისაუბრო“ – სოლოვიოვი სიმონიანს მიმართავს