5 აგვისტოს, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც, უამრავმა აბიტურიენტმა გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენა.
არაერთმა აბიტურიენტმა კი, ყველა საგანში, გამოცდების ეროვნული ცენტრისგან დადგენილი უმაღლესი ქულა დაიმსახურა.
ერთ-ერთი მათგანია ბარბარე ღავთაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელმაც ქართულ ენაში 60-დან 60 ქულა, ინგლისურში 70-დან 70, ისტორიაში კი 60-დან 60 ქულა მიიღო.
👏✅ გაიცანით ქუთაისელი თარაშ დოლაბერიძე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები აიღო: მათემატიკა – 51/51; ქართული – 60/60; ინგლისური – 70/70 #fortunage წყარო: „ქუთაისელები“
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ორშაბათი, 05 აგვისტო, 2024