LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით წარმატებული ქართველი გოგონა, რომელსაც ბრიტანეთის სამი უნივერსიტეტისგან ჰქონდა მოწვევა და მან University of Sussex აირჩია

395
243291506-374815324323541-4147030742221568430-n

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების კურსდამთავრებული, მარიამ გოლაშვილი სწავლას დიდ ბრიტანეთში გააგრძელებს.

ქართველები მსოფლიოს გიგანტ კომპანიებში: თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული Microsoft-ის გუნდს შეუერთდა

მარიამი University of Sussex-ში ისწავლის საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე, პოლიტიკურ-ეკონომიკური პერსპექტივების სპეციალიზაციით (PEPD). ინფორმაციას თავად თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასექსის უნივერსიტეტი ყველა ბრიტანულ საუნივერსიტეტო რეიტინგში ტოპ-ოცეულში შედის და არის ნობელის პრემიის 3 ლაურეატის, ბრიტანული აკადემიის 12 სტიპენდიანტისა და Crafoord-ის პრესტიჟული ლაურეატის ალმა-მატერი.

მარიამს ბრიტანეთის კიდევ სამი უნივერსიტეტისგან ჰქონდა მოწვევა: SOAS University of London, The University of Manchester და Queen Mary University of London, თუმცა, არჩევანი სწორედ University of Sussex-ის Institute of Development Studies-ზე გააკეთა.

კიდევ ერთი ქართველი Microsoft-ში

ქართველები მსოფლიოს გიგანტ კომპანიებში: თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული Microsoft-ის გუნდს შეუერთდა

Microsoft-ს კიდევ ერთი ახალგაზრდა, ქართველი თანამშრომელი ეყოლება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g