LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიგეთ, რომელ ქალაქში ვერ ჩააბარებთ მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდას

358
martvismowmoba

მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ორ ქალაქში – ფოთსა და ზუგდიდში საწყის ეტაპზე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ სივრცეში ვერ ჩატარდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია აცხადებს, გამოცდის მეორე კომპონენტის ჩასაბარებლად მსურველებმა სხვა ქალაქების სერვის ცენტრებს უნდა მიმართონ.

ამასთან, მორგოშია მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ავტოსკოლებში ხარისხიან სწავლებაზე მოთხოვნასაც გაზრდის. მან ასევე აღნიშნა, რომ ავტოსკოლები ამ ეტაპზე რეგულირებადი მიმართულება არაა და ამ კუთხით შსს მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ავტომანქანის ქუჩებში – რეალურ მოძრაობაში მართვა გამოცდის მეორე ეტაპია, პირველ ეტაპზე კი მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს გამოცდის ჩაბარება არსებული სისტემით – საგამოცდო მოედნებზე მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g