LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიქეცი ლოლა, გაიქეცი: ფორდის შვილიშვილის ახირება

146
Screenshot 2023-08-07 111455

ბაბუისგან განსხვავებით, ჰენრი ფორდ მეორე, ავტოსპორტით იყო გატაცებული. მისი ავტომობილები სხვადასხვა ამერიკულ რბოლებში პერმანენტულად იმარჯვებდნენ, მაგრამ პატივმოყვარე მაგნატის ოცნება ევროპის სიმაღლეების აღება იყო. ეს განსაკუთრებით ლე-მანის რბოლას ეხებოდა. ამ დიდი ოცნების ასრულებისთვის აუცილებელი იყო ევროპული სტანდარტების გამოცდილება, რომელიც მის კომპანიას აშკარად აკლდა. ამიტომ, მან 1963 წელს ერთი უცნაური სვლა გააკეთა. ფორდმა “ფერარის” სახელგანთქმული საჯინიბოს დათმობა თხოვა. რა თქმა უნდა, მას იგივე წარმატებით შეეძლო რომის პაპისთვის ვატიკანის რეზიდენციის დათმობაც ეთხოვა.

თუმცა, მან მაინც თავისი გაიტანა და ევროპაში კარგად ცნობილი ძარების სახელოსნოს “ლოლას” სპეციალისტების დახმარებით ამერიკულ-ბრიტანული ალიანსი შექმნა. მშვენიერი ქალური სახელის მქონე კომპანია “ლოლამ” სახელი ფორმულის ბოლიდების და სხვა დიდი სირთულის რბოლებისთვის ავტომობილების შექმნით გაითქვა.

საერთო ძალებით, ალიანსში კუპე “ჯი თი 40” ააგეს, რომელსაც 4,2 ლიტრიანი და 350 ცხენის ძალის მქონე ძრავა ჰქონდა. მომავალში “ფორმულა 1”-ის ჩემპიონის, ფილ ჰილის “ნიურნბურგის 1000 კილომეტრიან რბოლაში” გამარჯვებით ფრთებშესხმულმა ფორდმა, ავტომობილი ლე-მანზე გაიყვანა. როგორც ჩანს, მას დაავიწყდა, რომ პირველი ჯერზე ლე-მანის მწვერვალის დაპყრობას ვერავინ ახერხებს. ასეც მოხდა, “ჯი თი”-მ დისტანციის ნახევარიც ვერ დაძლია, თუმცა მონაწილეებს შორის მაქსიმალური სიჩქარე 317 კმ\სთ განავითარა.

ამ ჩავარდნის შემდეგ, გუნდში გამოჩენილი ამერიკელი მრბოლელი და ინჟინერი კეროლ შელბი მიიწვიეს, რომელმაც ყველა ხარვეზი გამოასწორა. ამის მერე ამ ვერსიამ არა მარტო ლე-მანზე გაიმარჯვა, არამედ ფორდს ბრენდებს შორის მსოფლიო პირველობა მოაგებინა.

კიდევ ერთი გამარჯვება მან 1969 წელს სარტეს რბოლაში მოიპოვა, რის მერეც FIA-მა წესები შეცვალა. ახალი რედაქციის შესაბამისად ამ კუპეს გადაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა.
თუმცა, ფორდს ეს აღარ ადარდებდა, მისი სახელი მსოფლიო ავტოსპორტის და დიზაინის ისტორიაში შევიდა, “ჯი თი 40” მრავალრიცხოვანი მიბაძვის და განმეორების ობიექტი გახდა.

სხვათა შორის, “ფორდში” “ჯითის” კონცეპტზე დაყრდნობით იგივე სახელის მქონე ბოლიდის გამოშვება დაიწყო. სულ ეს 500 ცხენის ძალის მქონე სუპერქარი 2 400 ეგზემპლარის ოდენობით გამოვიდა, აქედან ევროპაში მხოლოდ 80 ცალი გაიგზავნა. დღეისათვის ამ მოდელის საცალო ფასი 150 ათას დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები