LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიწიე, მიქს: მსოფლიოს ახალი „ყველაზე სექსუალური პატიმარი“ ჰყავს (ფოტო)

114

მეკჰი ალანტე ლაქის, ზედმეტსახელად „მისტერ იღბლიანს“, რომელიც 2016 წლის დეკემბრიდან ხუთჯერ დააპატიმრეს, სამოდელო სააგენტომ St Claire კონტრაქტი გაუფორმა.

20 წლის ახალგაზრდამ აქამდე სახელი სწორედ თავისი იღბლიანობით გაითქვა, რასაც მის გვარსაც უკავშირებენ. 9 თვის მანძილზე ის მოპარულ ავტომობილში სიჩქარის გადაჭარბებისთვის, ქალზე თავდასხმისა და სახელმწიფო პირზე შეწინააღმდეგებისთვის დააპატიმრეს, თუმცა ნამდვილი პოპულარობა მან გარეგნობით მოიპოვა. ის „ყველაზე სექსუალური პატიმრის“ წოდების მოპოვების რეალური კანდიდატია: ფერადკანიან ლაქის მიმზიდველი ვიზუალი და ერთი განსაკუთრებული დეტალი აქვს გარეგნობაში – ერთი თვალი მას ყავისფერი, ხოლო მეორე – ცისფერი აქვს.

რაც შეეხება იმას თუ როგორ აღმოჩნდა „მისტერ იღბლიანი“ ქსელში, 2017 წლის მარტიდან ერთ-ერთმა მიკრობლოგერმა ახალგაზრდა დამნაშავის ფოტო გააზიარა, მისი მოძებნის მიზნით. პოსტი მომენტალურად ვირუსულად მოედო სრულიად ინტერნეტ სამყაროს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე “ყველაზე სექსუალური” პატიმრის წოდებას ჯერემი მიქსი ინარჩუნებდა, რომელმაც სახელი ასევე შემთხვევით გაითქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები