კორეულმა სტარტაპმა Monit შექმნა მოწყობილობა, რომელიც ბავშვის საფენის შეცვლის დროს განსაზღვრავს. გაჯეტი სმარტფონის შეთავაზებასთან ერთად მუშაობს.
როგორც პრესაში წერენ, მშობლებს ამიერიდან აღარ მოუწევთ საფენი შეამოწმონ, ამას მათ ნაცვლად გაჯეტი გააკეთებს, მუშაობისას ის ჰაერის შემადგენლობას, ტემპერატურასა და სინოტივეს აფასებს, ამის შემდეგ მოწყობილობა მშობლებს სმარტფონზე შეტყობინებას უგზავნის, რომ მათ საფენი აქვთ შესაცვლელი. გაჯეტის დამაგრება პატარას სამოსზეა შესაძლებელი.
”ძალიან მიჭირდა იმის გარკვევა, თუ რატომ ტიროდნენ ბავშვები, ან რატომ არ ეძინათ, მინდოდა მათი ქცევა ამომეცნო” – ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი ტონი პარკი.
კომპანიამ დაფინანსება პროგრამის C-Lab-ის ფარგლებში მიიღო, რომელსაც Samsung Electronics აწარმოებს. მოწყობილობა გაყიდვაში აგვისტოში ჩაეშვება და პირველად კორეის ბაზარზე გამოჩნდება.
