LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: „ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს, ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ, მოყოლილი აქვთ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება“

159
გახარია და ბიძინა

„ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს, ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარია ივანიშვილს: ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის, სამართლებრივადაც, პოლიტიკურადაც 100%-ით მართალი ვარ

როგორც მანვე აღნიშნა, მათ დეტალებში აქვთ მოყოლილი როგორ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი და არაფორმალურად როგორ იმართებოდა ქვეყანა.

„ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს, ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ. დეტალებში აქვთ მოყოლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება. ეს ხომ თვითონაც ძალიან კარგად იცის.

სამ კაცთან კონსულტაციებიო აღარ არის საკმარისიო, იმისთვისო, რომ პროცესი ვმართოო. ეს ნიშნავს იმას, რომ სამ კაცთან კონსულტაციების გარდა, მოსმენებით მიღებული ინფორმაციები და ამ სამი კაცისგან მოტანილი ინფორმაციები აღარ იმსახურებს ნდობას და ვისზეც ამათ მოაქვს ინფორმაცია და მოსმენები, იმათ პირდაპირ უნდა დაველაპარაკოო.

„ივანიშვილს გახარიასი და მისი გუნდის ეშინია – ჩვენ ვიცით მათი აზროვნების დიაპაზონი“ – კახაბერ ქემოკლიძე

ხომ ხვდებით ახლა ეს რა არის, პირდაპირ დაასახელა ადამიანები, ვის მიმართაც უნდობლობის გამო მოუწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამოჩენა“. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილს დებატებს და პირისპირ საუბარს  პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ჟურნალისტთან და გადაცემაში, კიდევ ერთხელ სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები