დღეს ბიზნესმენმა და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ახსნილია, რატომ არ შეიძლება იყოს გახარია ივანიშვილის პროექტი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ბოდიში ყველას, რომ ტელეფონს ვერ ვიღებდი – შვილიშვილი მულტფილმს უყურებდა.
„ამიტომ, მოკლე საჯარო კომენტარი ასეთია:
გახარია ბიძინას პროექტი არ არის – სიმართლე,
ბიძინა პოლიტიკიდან წავიდა – ტყუილი,
კანონის აღსრულების აუცილებლობა – ცინიზმი“, – წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.
დღესვე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გიორგი გახარია გამოეხმაურა, სადაც ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ „მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო…”
ამავე თემაზე:
სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა, ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა: ივანიშვილი