LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” აგრესიული კამპანიით ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა გაატანოს გახარიას: იაგო ხვიჩია

34
iago 77

“ქართული ოცნება” ცდილობს, გახარიას გაემიჯნოს, რათა მას საკუთარი ხმები არ გაატანოს. ამბობს  “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია, როგორც ხვიჩიამ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, გახარიას წინააღმდეგ მმართველი გუნდის კამპანია ბუნებრივია და “მსგავს კამპანიას ცოტა ხანში ოპოზიციაც დაიწყებს”.

“ვიღაცისთვის მოღალატის დაძახება ქართულ პოლიტიკაში არც პირველია და არ უკანასკნელი. ასეთი საუბრები ხშირად გაგვიგია და მისი მიზანი, როგორც წესი, არის ხოლმე, რომ გაემიჯნო სხვა პარტიას და შენი ხმები არ გაატანო.

ზოგადად, “ქართული ოცნების” ტაქტიკა გახარიასთან მიმართებით არის ის, რომ მათ ესმით, რომ გახარია, როგორც მათი გუნდის ყოფილი წევრი, სიის პირველი ნომერი მშვიდობიანობის პერიოდში მათ ხმას წაიღებს, რაც შარლ მიშელის დოკუმენტის პირობებში არ არის საჭირო და პირიქით, “ქართული ოცნებისთვის” ძალიან მტკივნეული შეიძლება იყოს. ამიტომ “ქართული ოცნება” აგრესიული კამპანიით ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა გაატანოს ყოფილ პემიერ-მინისტრს”, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან მეორედ წასვლის შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ივანიშვილი განმარტავს, რომ შეუძლებელია, გახარია მისი პროექტი იყოს.

ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს: ივანიშვილი

ვრცელდება ხმები, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია: ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

გახარიას პარტია მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად – ბიძინა ივანიშვილი

სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა, ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა – ივანიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები