„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა. მისივე თქმით, ჯაფარიძეს ახლაც ვერ წარმოუდგენია, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორი იყოს.
” ვფიქრობ, რომ ეს აჟიოტაჟი გადაჭარბებულია, რადგან რაღაც პოსტებისა და ერთეული განცხადებებს საფუძველზე შორს მიმავალი პროგნოზების გაკეთება, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უშინაარსო იქნება. რაც შეეხება თვითონ გიორგი გახარიას, ის არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, ახლაც ვერ წარმომიდგენია, რომ ის იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორი.
ამავდროულად არის ბევრი კითხვა მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრი იყო, ამიტომ, ეს საკითხები, ალბათ, იქნება ჯერ გასარკვევი საზოგადოებასთან და შემდგომ უნდა იფიქროს თუ აპირებს რაიმე პოლიტიკურ ნაბიჯს” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსთან” საუბრისას.
