ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ახლა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერია, “დღევანდელ” „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთს ადარებს.
მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს “ოცნება“ „ნაცებს“ დააბრუნებს ფიზიკურად, თუ იმავე მეთოდებს გამოიყენებს, რასაც „ნაცები”.
“დღევანდელი „ოცნება“ მაინც მენანება, თავისი ქმედებებით „ნაცებს“ დააბრუნებს ფიზიკურად, თუ თვითონ გამოიყენებს იმავე ხრიკებსა და მეთოდებს, რასაც იყენებდნენ „ნაცები“, რა სხვაობაა ამაში? შეიძლება, ზუსტად ისეთი ვერ გამოიყენონ, არ ეყოთ რაღაცები, მაგრამ იარაღს რომ ჩაუდებ, იქ, სამსახურში რომ ყველაფერს გადაკეტავ.
ჩემთვის სად გავიდა მორალური ზღვარი:
ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი აქტივი არის სამუშაო ადგილი, სოფელში სადღაც სენაკში, ქობულეთში, ადამიანმა რომ ერთი ლაიკი გააკეთა სურათზე, მივიდნენ და ეუბნებიან, გაგაგდებთ ახლა 500-ლარიანი სამსახურიდანო იმიტომ, რომ რაღაც დაალაიკეო.
ჩვენ თუ 9 წელი რაღაცა ვაკეთეთ, მედია გავათავისუფლეთ, პენიტენციუირ სისტემაში ბევრი რამ შევცვალეთ და მერე ისევ იქ უნდა დამაბრუნოთ, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის მაგას.
ამიტომ პრინციპი უნდა იყოს, რომ უკან დაბრუნება არ გვინდა და წინ, კიდევ მომავალში „ნაცები„ არ გვინდა, მორჩა”, – აცხადებს გიორგი გახარია.
