ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის გარკვეული იმედიმაინც რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
ხვალ საღამოს გვეცოდინება, არსებობს თუ არა ეპიდემიის რისკი, რომელსაც ვშიშობდით და ვვარაუდობდით – ჯანდაცვის მინისტრი
გახარიას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლოეს დღეებში განათლების სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს გეგმა:
„ის, რომ დისტანციურად განათლების სისტემა არ არის დღეს მზად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. 26 აპრილამდე ჩვენ თუ შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა, მაშინ ერთი სცენარი გვაქს, და თუ ვერ შევძელით, ეს არის მეორე სცენარი, რომელიც უახლოეს დღეებში განათლების სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს. ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ეჭვი მეპარება, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ამ გამოწვევას ერთ თვეში ან ორ თვეში შესაბამის დონეზე უპასუხებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
არ უნდა შევქმნათ ფუჭი მოლოდინები და გავალამაზოთ რეალობა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად – გახარია