LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ საღამოს გვეცოდინება, არსებობს თუ არა ეპიდემიის რისკი, რომელსაც ვშიშობდით და ვვარაუდობდით – ჯანდაცვის მინისტრი

1061
imedinews-2020-01-28t122231-733

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ხვალ გახდება ცნობილი, არსებობს ეპიდემიის რისკი თუ არა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ “მოამბესთან” ისაუბრა.

“დაახლოებით ხვალ საღამოს გვეცოდინება, არსებობს ეპიდემიის რისკი, რომელსაც ვშიშობდით და ვვარაუდობდით, თუ ჯერ კვლავ დაკავებულია რისკები, რომლის პრევენციასაც უკვე ორი თვეა, ვახდენთ,” – აცხადებს მინისტრი.

ტიკარაძემ იმ პაციენტის შესახებაც ისაუბრა, რომლის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია:

„ჯერ მოკვლევა მიმდინარეობს. თუმცა, დადებითი ეფექტი ის არის, რომ აკრეფილი გვაქვს ჯაჭვი ყველა იმ ადამიანისა, ვისთანაც ეს პაციენტი კონტაქტში იმყოფებოდა, რაც მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. ეს ამსუბუქებს იმ რისკებს, რომელიც შეიძლება, მეოთხეული გადაცემის რისკი გახდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ კვირაში, მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვერ გავალთ პირველწყაროზე - ამირან გამყრელიძე

"ჩვენ ამ შემთხვევაზე, რომელზეც ქალბატონი მარინა საუბრობს, ძალიან ღრმა ეპიდემოლოგიურ კვლევას ვაწარმოებთ"

ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტური მუშაობით ვირუსის პიკის პერიოდი გადავადდა.

სისტემა ჯერ კიდევ არის იმის მოლოდინში, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება და აქედან გამომდინარე, მთავრობა პრევენციული ღონისძიებების გატარებას აგრძელებს.

“კორონავირუსზე დღეს გაგზავნილი ტესტებიდან არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება” – მარინა ეზუგბაია

„ნამდვილად დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ დღესდღეობით, მთავრობის მუშაობა ეფექტურია. ის 24-საათიან რეჟიმშია გადასული და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რგოლიც ასევე ეფექტურად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში, არის წამყვანი. იმისთვის, რომ პიკური პერიოდი გადავავადოთ, ან გვქონდეს პლატო და შესაბამისად, გეგმური პაციენტების რაოდენობა, გვესაჭიროება, ჩვენმა მოქალაქეებმაც მაღალი ხარისხით შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია, როგორც სავალდებულო რჩევა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები