„6 დეპუტატი, რომელიც გახარიას გუნდში გადავიდა სერიოზული ძალაა იმ თვალსაზრისით, რომ თითოეული მათგანი დეპუტატია და ამ ეტაპზევე გახარიას პარტიას საპარლამენტო წარმომადგენლობა ექნება“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაზა ფირალიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ უმრავლესობიდან წასული დეპუტატებისა და გიორგი გახარიას ახალ გუნდზე საუბრისას განაცხადა.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე გიორგი გახარია ახერხებს შემოვიდეს, როგორც პოლიტიკური გარანტი. ზაზა ფირალიშვილის შეფასებით, რომ ამ ეტაპზე გიორგი გახარიას პერსპექტივა სერიოზულია.
უმრავლესობა გახარიას გუნდს ოპოზიციის კონკურენტად ხედავს
„ვნახეთ, რომ გახარიას რეიტინგი საკმარისად მაღალი აქვს, ამდენად ამ ეტაპზე მისი პერსპექტივა სერიოზულია. მითუმეტეს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სივრცეზე იგრძნობა დაძაბულობა, საზოგადეობრივ ცხოვრებაში კი ამ დაძაბულობით დაქანცულობა, ეს წლებია გრძელდება. მუდმივად რევოლუციის მიყვანის მცდელობებია.
გიორგი გახარიას ოპოზიციონერობა ცოტა გაურკვეველი და ბურუსით მოსილია: ხატია დეკანოიძე
აქედან გამომდინარე, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა დაკარგა რეიტინგი და ამომრჩევლების სიმპათიები. დღეს რომ არჩევნები ყოფილიყო, ნამდვილად არ განმეორდება ის სურათი რაც მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებზე.
ამ სიტუაციაში, გახარია ახერხებს, რომ შემოვიდეს როგორც სტაბილიზაციის გარანტი. არ ვამბობ, რომ ეს კარგია და არც იმის თქმა მინდა, რომ ცუდია. ფაქტია რომ შეიქმნა ის ვაკუუმი, რომელსაც გახარია ავსებს. მეხუთე წელია ვამბობ, რომ არსებობს ვაკუუმი ალტერნატიული ძალისა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დაძაბულობისგან იხსნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას.
სამწუხაროდ ამ წლების მანძილზე ასეთი ძალა არ გამოჩნდა. ეხლა გახარიას აქვს იმის პერსპექტივა, რომ დაიკავოს ეს ნიშა.
ნაკლებად ველი, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გადაბარგდებიან გახარიასთან. მასთან საერთო ენას ისინი ვერ მოძებნიან. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, იქიდან უფრო მეტი ალბათობა არსებობს.
საკმარისად დიდი ნაწილი უნდა იყოს დეპუტატების, რომლებიც გრძნობენ ეხლანდელი ლიდერების უუნარობას და ხედავენ, რომ მიზანდასახულად ვერ მოსპობ ქვეყნის იმიჯს ისე, როგორც მოსპეს მათ თავიანთი ტლანქი ქცევით. ხელისუფლებას არ ეკადრება ასეთი ქცევა“,-განაცხადა ანალიტიკოსმა.
გახარიას გუნდის წევრებმა პარლამენტში ოპოზიციისთვის განკუთვნილი სკამები დაიკავეს
