LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას მაღალი რეიტინგი „ქართული ოცნების“ წევრობამ განაპირობა და ამაში ლოგიკა ნამდვილად არის: დავით სერგეენკო

62
დავით სერგეენკო

“ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ მისთვის სოციალური გამოკითხვებით მიღებული რეიტინგები კითხვებს აჩენს, რადგან მისი თქმით, წინა წლებში  რეიტინგებში თავადაც მონაწილეობდა. როგორც ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რეიტინგების უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია.

მისი თქმით, გიორგი გახარიას პოლიტიკური რეიტინგი განაპირობა იმან, რომ იგი „ქართული ოცნების“ წევრი იყო და ამაში ლოგიკა ნამდვილად არის.

„მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარიას მაღალი რეიტინგი განაპირობა იმან, რომ „ქართული ოცნების“ წევრი იყო, ამაში ლოგიკა ნამდვილად არის. რამდენად კონკურენტი იქნება გახარია, ეს მეტწილად დამოკიდებული იქნება იმ ხედვაზე, რასაც ის წარმოადგენს.

ფაქტია, რომ გახარია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო, ორ სამინისტროს ხელმძღვანელობდა, პრემიერი იყო და ეს მის პოლიტიკურ წონას განაპირობებს, მაგრამ რა ხედვას წარმოადგენს, მისი კონკურენტობა ამაზე იქნება მაქსიმალურად დამოკიდებული “, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

magti 5g