LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას მიმართ ასეთი მასიური შეტევა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხრიდან საერთო საქმისთვის კარგი არ არის: ეკა ბესელია

70
fortuna.ge (51)

„ვფიქრობ, საკმაოდ მოზომილი იყო, მაგრამ პრაქტიკულად დაადასტურა ის, რომ ქვეყანაში არ გვაქვს ინსტიტუტები, არ არის მმართველობის ჯანსაღი ფორმა და არაფორმალური მმართველობაა, რომელიც ამ ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, მომავალშიც საფრთხეს უქმნის,“– ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ ყოფილი პრემიერისა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

ბესელიას აზრით, გახარია საკუთარ განცხადებებში მოზომილი იყო, თუმცა დაადასტურა ისიც, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებაზე მთლიანად გავლენა მოახდინოს.

„მან ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელზეც მე 2 წლის წინ ვსაუბრობდი, მან დაადასტურა, რომ მმართველი პარტიის შიგნით თავის ფუნქცია არავინ იცის და ისინი აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაში ისე ერევიან, რომ ეს მათი უფლებამოსილების ფარგლებს სცდება.

საუბარია პარტიულ გადაწყვეტილებებზე და არა საკანონმდებლო ორგანოს ქმედებაზე. მივესალმებოდი, რომ პარლამენტს ძლიერი საკონტროლო მანდატი ჰქონოდა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი შეხედულებით, შესაძლოა გახარიას ბევრი რამ ჯერ არ უთქვამს და შეიძლება ყველაფერი არც არასდროს თქვას, მაგრამ რაც თქვა, როგორც ეს ბესელიამ აღნიშნა, ადასტურებს, რომ ქვეყანაში სისტემური პრობლემები გვაქვს.

მათ შორის, ბესელია მიიჩნევს, რომ ყველაზე რთული, ეს არის არაჯანსაღი მმართველობის სტილი და ინსტიტუტების არარსებობა, რომელიც დემოკრატიას აბსოლუტურად კლავს. ეკა ბესელიას აზრით, გიორგი გახარიას მიმართ აქტიური შეტევა, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, არასწორია.

„ზოგადად, მგონია, რომ მის მიმართ ასეთი მასიური შეტევა მმართველი პარტიის და ოპოზიციის მხრიდანაც საერთო საქმისთვის მთლად კარგი არ არის, იმიტომ, რომ მე მის ნაბიჯებს საერთო პოლიტიკურ ჭრილში ვუყურებ. მგონია, რომ საჭიროა მისი აქტიურობა იმისთვის, რომ ცვლილებები მალე დადგეს,“ – განაცხადა ბესელიამ.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ყოფილ პრემიერს კარგად იცნობს და გიორგი გახარია „ქართული ოცნებისგან“ გარკვეულ დისტანცირებას ცდილობდა.

„ჩვენ ერთ გუნდში ვიყავით, მე მას კარგად ვიცნობ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის არასდროს იყო ჩემთვის იდენტური იმ ადამიანების, ვინც „ქართულ ოცნებაში“ დარჩნენ. ყოველთვის ემჩნეოდა, რომ მათგან გარკვეულ დისტანცირებას ცდილობდა,“– განაცხადა ბესელიამ.

ფოტო:IPN

მე არ ვაღმერთებდი, თუ მის მიმართ პატივისცემა მქონდა, ეს ჩემ მიერ აღიარებული პატივისცემა იყო: გახარია ივანიშვილზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g