LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას პარტია „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ

72
გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ.

როგორც პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც „ქართული ოცნება”, ისე „ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში სთავაზობს, რომ საკრებულო მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს.

გახარია: არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, „კარუსელებს“

გიორგი გახარიას განცხადებით, მისი პარტია არცერთი მუნიციპალიტეტის დონეზე კოალიციის შექმნას არ აპირებს.

„ვთავაზობთ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანით იქნება დაბალანსებული საკრებულოების მიღება.

მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ამ ფორმატში შეთანხმებულ კანდიდატს“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას პარტია არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაუჭერს

magti 5g