LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახდი ქველმოქმედი საირმესთან ერთად “ – კომპანია „SOS ბავშვთა სოფელს“ ეხმარება

2310
246170612-835629300399337-7161762713513145465-n

შპს „საირმე მინერალ ვოთერსი” „SOS ბავშვთა სოფელს“ ეხმარება. საქმე ისაა, რომ 2021 წლის მაისში კომპანიამ წამოიწყო სოციალური კამპანია – „გახდი ქველმოქმედი საირმესთან ერთად“, რომლის ფარგლებშიც, ყოველი 1 ლიტრიანი სპეციალური ეტიკეტის (გულის სიმბოლო) მქონე „საირმის” ბოთლის შეძენისას, 3 თეთრი ირიცხებოდა “SOS ბავშვთა სოფელში”. ჯამში „SOS ბავშვთა სოფელში” გადაირიცხა 17 100 ლარი, რომელიც დაიხარჯება განათლების საჭიროებების მიზნით.

როგორც შპს „საირმე მინერალ ვოთერსში” აცხადებენ, კომპანიისთვის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, ხოლო პანდემიამ ერთმანეთის მხარდაჭერის და გვერდში დგომის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა.

ცნობისთვის, შპს „საირმე მინერალ ვოთერს“ არის ერთ-ერთი წამყვანი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი წყლის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მდებარეობს ბაღდათის რაიონის კურორტ საირმეში. საირმის კურორტზე ჩამოსხმული წყლის ერთადერთი ავტორიზირებული მწარმოებელი კომპანია აწარმოებს გაზირებულ მინერალურ და არაგაზირებულ წყაროს წყალს, ცნობილი ქართული ბრენდის „საირმეს“ სახელით. ამასთანავე, აწარმოებს წყაროს წყალს -„ნაკადულს“, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართულ ბაზარზე.

შპს „საირმე მინერალ ვოთერს“- ის წილი როგორც ადგილობრივ, ასევე საექპორტო ბაზრებზე ყოველწლიურად იზრდება და დღესდღეობით, კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 17-ზე მეტ ქვეყანაში.

რაც შეეხება SOS ბავშვთა სოფელის“ – უკვე 30 წელია „SOS ბავშვთა სოფელი საქართველო“  ზრუნავს მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებზე.

„ვამზადებთ ბავშვებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რათა მათ შეძლონ შეიქმნან ნათელი მომავალი. ჩვენთვის უმთავრესი მიზანია, შევძლოთ, შევუნარჩუნოთ ბავშვებს ოჯახი, რათა მათ იცხოვრონ თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებთან, ამიტომ პირველ რიგში ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ რისკის ქვეშ მყოფი ოჯახები. იმ შემთხვევაში თუ ეს სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ხერხდება, ჩვენ ვთავაზობთ ბავშვს ოჯახზე დაფუძნებულ ზრუნვას“, – აცხადებენ „SOS ბავშვთა სოფელში“.

დეტალური ინფორმაცია ინფორმაცია SOS ბავშვთა სოფლის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.sos-childrensvillages.ge/ka/our-work#alternative-care

ინფორმაცია შპს “საირმე მინერალ ვოთერსის” შესახებ -> https://sairmewater.com/ka

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები