LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახდი საიდუმლო სანტა“ – „გახდი საიდუმლო სანტა“ – „ბაქსვუდის“ გამაბედნიერებელი წამოწყება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის

331
page
1-ლი დეკემბრიდან „ბაქსვუდის“ მოხალისეთა კლუბის „ფეისბუქ“ გვერდზე სოციალურად დაუცველი ბავშვების მიერ დაწერილი წერილები გამოჩნდა, რომლებსაც ისინი თოვლის ბაბუას უწერენ. წერილები საიდუმლო სანტების გამოჩენას 23 დეკემბრამდე დაელოდება.
„ფორტუნას“ დილის სტუმარია პროექტის მენეჯერი, ანი ჩიკვაიძე, რომელიც აღნიშნულ საკითხზე დეტალურად საუბრობს.

არცერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს საახალწლო საჩუქრის გარეშე. საქართველოში უამრავი სოციალურად დაუცველი ოჯახია, რომლებიც შვილების გახარებას ელემენტარული საჩუქრებითაც კი ვერ ახერხებენ. შესაბამისად, „ბაქსვუდის“ მოხალისეთა კლუბის სახელით, უკვე მე-6 წელია ხორციელდება საახალწლო კამპანია, „გახდი საიდუმლო სანტა“, ეს წამოწყება ეხმარება სოციალურად დაუცველ ბავშვებს და ულამაზებს ახალ წელს.

ჩვენ პარტნიორი ორგანიზაციებიდან ვიღებ ბავშვების წერილებს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ეწვიონ ჩვენს გვერდს, ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი, გაეცნონ ბავშვების სურვილებს, აირჩიონ ერთ-ერთი წერილი და აუხდინონ მას სურვილი. აქტივობა იზრდება და წელს არის რეკორდული, ჩვენს გვერდზე უკვე დაახლოებით 190 ბავშვის წერილია განთავსებული და უკვე 100 ზე მეტი არის ასრულებული. წელს გვინდა, რომ 300 ბავშვი გავახაროთ. წინა წლებში ბენეფიციარები მხოლოდ თბილისიდან იყვნენ, წელს კი რეგიონებიც შემოუერთდნენ.

პოდკასტი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები