LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახსოვთ „უბრალოდ მარია“? – 59 წლის ვიქტორია რუფო „ინსტაგრამზე“ აცეკვდა

13653
fanirufo

ყველას გვახსოვს პოპულარული სერიალები „უბრალოდ მარია“ და „დედინაცვალი“, სადაც მთავარ როლს შეუდარებელი ვიქტორია რუფო ასრულებს. მექსიკელი მსახიობი ეკრანებზე გამოჩენისთანავე საოცრად პოპულარული გახდა. მის ანგარიშზე 20-ზე მეტი ტელენოველა და უამრავი პრესტიჟული ჯილდოა. ვიქტორია დღესაც განაგრძობს სერიალებში მონაწილეობას და ძალიან აქტიურია „ინსტაგრამზე“. ამჯერად ის სოციალურ ქსელში ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს და ფანტასტიკურ ფორმაშია.

რაც შეეხება მის ბოლო პროექტებს, 2020-2021 წლებში რუფო მონაწილეობდა პოპულარულ სერიალში „ცრემლების გვირგვინი“. 2022 წელს სერიალი მეორე სეზონით გაგრძელდა, სადაც ვიქტორია ასევე მთავარ როლშია.

საპნის ოპერების ვარსკვლავები – სად არიან და როგორ გამოიყურებიან ახლა?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები