LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაკოტრებული კომპანიები და ჩაწოლილი ჯართი: გაიზარდა თუ არა საწვავის კონტრაბანდის რისკი

103

აქციზის გაძვირებამ საწვავის კონტრაბანდის რისკი გაზარდა. ამის შესახებ დღევანდელი „რეზონანსი“ წერს. თუ რას ნიშნავს პროდუქციასა და ფასს შორის დიდი სხვაობა, ეს თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში გამოჩნდა. იანვრიდან მოყოლებული სიგარეტის კონტრაბანდა ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა, სწორედ იმის გამო, რომ სომხეთში თამბაქო გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში – წერს გაზეთი „რეზონანსი“.

ასევე „რეზონანსი“ ჯართის ბიზნესით ინტერესდება და წერს, რომ დღეს საქართველოში ჯართი ფასი 50% გაძვირდა, თუმცა მისი მოპოვება ძალზე გართულდა. აქედან გამოდინარე კი, ბევრმა საქმიანობას თავი დაანება, ბევრმა კომპანიამ კი პროფილი შეცვალა.

გაზეთი „ახალი თაობა“ კი ბოლო პერიოდში საქართველოში გაკოტრებულ კომპანიებს ითვლის. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 2014-16 წლებში სასამართლოს აქტის საფუძველზე 280 მეწარმეს აქვს იურიდიული პირის რეგისტრაცია გაუქმებული. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ გაკოტრებული კომპანიების რაოდენობა გაცილებით მეტია. ადამიანები კომპანიებს ოფიციალურად არ ხურავენ, უბრალოდ ანულებენ ანგარიშებს და ისე ტოვებენ, რადგან გაუქმებას დამატებითი დრო და ფინანსდება სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები