LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალამაზებული ალექსანდრა გრანტი კიანუ რივზს გვერდიდან არ შორდება – წყვილის უახლესი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

107
page

კიანუ რივზი ანიმაციური ფილმის, „ზღარბი სონიკი 3“-ის პრემიერაზე გამოჩნდა. მას თან საყვარელი ქალი, ალექსანდრა გრანტი ახლდა. აღსანიშნავია, რომ 59 წლის მსახიობი 54 წლის ალექსანდრას გარეშე პრაქტიკულად არცერთ გლამურულ ღონისძიებაზე აღარ მიდის.

წყვილი, რომელსაც უკვე რამდენიმეწლიანი რომანი აკავშირებს, ფოტოობიექტივის წინაშე ხელიხელჩაკიდებული პოზირებდა. კიანუს მუქი ყავისფერი კოსტიუმი ეცვა, ალექსანდრა კი შავ და ვერცხლისფერ ფერებში გადაწყვეტილი კაბით გახლდათ წარმოდგენილი.

ფოტო: კიანუ რივზი და ალექსანდრა გრანტი პაემანზე მიემართებიან

კიანუ რივზი „ტკბილი ნოემბრისთვის“ ემზადება – მსახიობი თავის რჩეულთან ერთად ლონდონის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებული გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები