კიმ კარდაშიანის ყოველი გამოჩენა ადასტურებს, რომ ყველა მისი ქმედება ბიზნეს-სტრატეგიის ნაწილია. მას შემდეგ, რაც რეალითი-შოუს ვარსკვლავმა მობილური თამაშით Kim Kardashian: Hollywood, 45 მილიონი იშოვა და Forbes-ის გარეკანზე მოხვდა, ის კიდევ უფრო თამამი კაბით გამოჩნდა ფოტოგრაფებთან.
ლოს-ანჯელესში გადაღებულ ფოტოებზე კიმ კარდაშიანი პრაქტიკულად შიშველია. გამჭირვალე კაბა, რომელსაც პირობითი დატვირთვა აქვს, სხეულის არცერთ ნაკვთს არ ფარავს. ამ ექსტრავაგანტულ სამოსში კიმ კარდაშიანი საოცრად სექსუალურად გამოიყურება.
