LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოაგდო თუ არა პრემიერმა სხდომიდან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი

103

მთავრობის პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ პრემიერმა მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გამოაგდო. პრესსამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ ტარიელ ლონდარიძემ რეგლამენტი დაარღვია და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება დაიწყო, რის შემდეგაც დარბაზი საკუთარი ნებით დატოვა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ 3 დეპუტატი დასასწრებად მივიდა თუმცა მათგან მხოლოდ ერთი ტარიელ ლონდარიძე შეუშვეს, თუმცა ცოტა ხანში ლონდარიძე  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაგდო. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა დეპუტატი ლონდარიძე საბოტაჟში დაადანაშაულა და სხდომის დატოვება მოსთხოვა.

სხდომიდან გამოსული ლონდარიძე პრემიერმინისტრის განცხადებას შეურაცხმყოფელად მიიჩნევს, დეპუტატი გიორგი ვაშაძე კი, რომელიც სხდომაზე არ შეუშვეს, მიმდინარე შეხვედრას “პოტიოპკინის სხდომად” მოიხსენიებს.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა უკვე დატოვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები