LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოარჩიეს ორიგინალური გარეგნობის გამო, პროპაგანდის მანქანის მეშვეობით დაარწმუნეს ხალხი, რომ მან მოლოტოვი ისროლა – გატეხავთ არა ბიძინა! წავა რუსული მთავრობა, მათ შორის ამისთვის“ – როგორ ეხმაუბიან გრიგორიადისის განაჩენს ოპოზიციაში

187
ლაზარე გრიგორიადისი

„9 წელიო… გატეხავთ არა ბიძინა! წავა რუსული მთავრობა, მათ შორის ამისთვის“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია და ლაზარე გრიგორიდისის განაჩენს სასამართლო დარბაზში გადაღებული გრიგორიადისის ფოტოთი ეხმაურება.

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენს სხვა ოპოზიციონერებთან ერთად „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც ეხმაურება და წერს, რომ „ვინც ერთხელ მაინც დაესწრო მის სასამართლოს, მისთვის კითხვის ნიშანი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით რომ ეს ბიჭი ჰაერიდან მოტანილი ბრალდებებით, წმინდად პოლიტიკური ნიშნით ზის ციხეში“:

„ყველას ხომ ჰყავს შვილები, ვინც მთავრობაში არიან, თუ სასამართლოში, ადამიანის ასე აბუჩად აგდება ხომ არ შეიძლება“ – ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა

„9 წელი მიუსაჯეს ლაზარეს.

გამოარჩიეს ორიგინალური გარეგნობის გამო, პროპაგანდის მანქანის მეშვეობით დაარწმუნეს ხალხი რომ მან მოლოტოვი ისროლა, რამდენიმე პოლიციელს დააწერინეს აბდაუბდა თითქოს სიბნელეში, ოცი მეტრიდან ამოიცნეს ნიღბიანი ადამიანი, და გაუშვეს ციხეში.

განაჩენის გამოტანა სპეციალურად გაწელეს, რათა დაემთხვეოდა რუსული კანონის ინიცირებას.

ქვეყნის თავისუფლებისთვის და ადამიანური, ცივილიზებული მომავლისთვის ბრძოლას თუ გადაწყვეტ, შეიძლება ციხეში გალიო საკუთარი ცხოვრება (როგორც რუსეთში) – ესაა გზავნილი.

გათვლა აქვთ, რომ ამით თქვენ შეგაშინებენ და არ გამოხვალთ ქუჩაში ქვეყნის გარუსების გასაპროტესტებლად

ასევე ნახეთ

განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა ლაზარე გრიგორიადისიც.

ამ დროს ათასი მართლა მოძალადე, კორუმპირებული, გადამგდები, ნაბიჭვარი ხელისუფლებაშია მოკალათებული და რუსეთს ულოკავს ტრაკს

მოეტ₾ნებათ პატრონი

ნანახი მაქვს ეს ფილმი“. – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე: „ველით შეწყალებას“.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“, როგორც პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, „სენსაცია იქნებოდა ამ რეჟიმის მიერ ასე სამარცხვინოდ წინასწარ შერჩეული მსხვერპლის შემთხვევაში, როგორიც ლაზარეა, ამ მორჩილ სასამართლოს რამე სხვა განაჩენი რომ გამოეტანა“.

გიგა ბოკერიამ, რომელიც თავად იყო მისული საქალაქო სასამართლოში აღნიშნა, რომ ეს განაჩენი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რა ჩიხში ჰყავს შეყვანილი არსებულ ხელისუფლებას ქვეყანა.

„ჩვენთვის, მთელი საზოგადოებისთვის ამ რეჟიმის დემოკრატიული შეცვლა და მერე იმ სისტემის შეცვლა, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას შეიძლება ასე მოემსახუროს, არის აუცილებელი პირობა, რომ თავისუფლების სამშვიდობოს გავიდეთ და ნორმალური ქვეყანა გავხდეთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

გარდა ამისა, დასმულ კითხვაზე უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი, ბოკერიამ აღნიშნა, რომ მას ამ საკითხის პროგნოზირება უჭირს, თუმცა მიიჩნევს, რომ სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს შეწყალების კონსტიტუციური უფლება.

„თუ ასეთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული ეს კონსტიტუციური უფლება, აბა რისთვის არსებობს შეწყალების კონსტიტუციური უფლება, მე არ მესმის ნამდვილად“. – განაცხადა ბოკერიამ.

მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან – მივმართავთ ყველა ინსტანციას! – ლაზარე გრიგორიადისის დედა

ცნობისთვის, 2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g