LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოცდილი მძღოლი ქალების რჩევები დამწყებებ მძღოლებს

156

ავტოლედებმა გადაწყვიტეს დამწყებ მძღოლ გოგონებს მართვის გამოცდილება გაუზიარონ. მთლიანობაში ხუთი რჩევა მოგროვდა.

პირველ რიგში, ახალბედებს მოუწევთ თავიანთი მგზავრები გააფრთხილონ, რომ როდესაც ისინი საჭესთან სხედან, ზედმეტი კომენტარები საჭირო არ არის. გამოცდილი ქალბატონი მძღოლები აცხადებენ, რომ არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი, ვიდრე ჭკუის სწავლება, განსაკუთრებით კი მათგან, ვისაც მართვის მოწმობაც კი არ აქვს.

თუკი წინ მიმავალ ავტომობილს სტოპ-სიგნალები ენთება, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა დაამუხრუჭო – ეს რიგით მეორე რჩევაა. მკვეთრი მუხრუჭი არ არის საჭირო, რადგან უცნობია, თუ რატომ ჩერდება წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალება, სიჩქარის შენელება უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

დამწყებმა ქალბატონებმა სასურველია იარონ უკიდურეს მარჯვენა ზოლში – ეს დაიცავს არა მხოლოდ დამწყებ ავტოლედის, არამედ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების ნერვულ სისტემასაც.

დამწყებ მძღოლებს უნდა ახსოდეთ, რომ მარცხენა ზოლში, როგორც წესი, ტრანსპორტი სწრაფად მოძრაობს. ასევე, გამოცდილი ქალბატონი მძღოლები დამწყებ გოგონებს ურჩევენ ავტომობილის გარეგნულ მხარეს და ინტერიერს მიაქციონ ყურადღება, რომ ჭუჭყიანი ავტომობილის მძღოლის მიმართ შთაბეჭდილება არ შეიცვალოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები