LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოცემა People-მა სელენა გომესი, ჯორჯ კლუნი, რეგინა კინგი და ენტონი ფაუჩი „წლის ადამიანებად“ დაასახელა

187
people-december-2020

გამოცემამ People ტრადიციული, ყოველწლიური გამოკითხვა ჩაატარა და „წლის ადამიანებიც“ დაასახელა. 2020 „წლის ადამიანის“ ტიტული სელენა გომესს ხვდა წილად. მომღერლისა და მსახიობის მთავარი დამსახურება ადამიანებისთვის მენტალური პრობლემების გაზიარება და ნებისმიერ სიტუაციაში იმედისა და ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებაა.

შეგახსენებთ, სელენა გომესმა, გასულ წელს, „მგლურას“ გამო, სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, მას თირკმელი გადაუნერგეს. რამდენიმე თვის წინ, მომღერალმა განაცხადა, რომ მას ბიპოლარული აშლილობაც აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერს უფლებას არ მისცემს, რომ მის კარიერაზე ნეგატიურად იმოქმედოს.

გამოცემამ „წლის ადამიანის“ ტიტული კიდევ სამ ადამიანს მიანიჭა. მათ შორის  ჯორჯ კლუნს. მიმდინარე წელს მან პანდემიასთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 1 მილიონი დოლარი გადარიცხა.

რეგინა კინგს აღნიშნული ტიტული ასევე პანდემიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულობის გამო გადაეცა. ის მთელი წლის განმავლობაში მოუწოდებდა საზოგადოებას კორონავირუსისგან დაზარალებული ადამიანებისთვის რესურსების მობილიზაციისკენ.

და ბოლოს, პანდემიაზე საუბრისას ენტონი ფაუჩი აუცილებლად უნდა ვახსენოთ,  ის ამერიკისთვის 2020 წელს ყველაზე საჭირო ექიმი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები