LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოდით ათონელზე პრეზიდენტის სასახლესთან, ლაზარე გავათავისუფლოთ.. დარწმუნებული ვარ, ყველა გამოვა და გადავავსებთ ქუჩებს“ – ნატა ფერაძე

174
ნატა ფერაძე, ლაზარე გრიგორიადისი

სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე მოქალაქეებს მოუწოდებს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ.

მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან – მივმართავთ ყველა ინსტანციას! – ლაზარე გრიგორიადისის დედა

„მოულოდნელი არაფერი არ იყო, ცალსახად ეს არის ზუსტად აქციების წინ გამოტანილი სადამსჯელო განაჩენი და რამდენი მშობელი გადაუწვება ახლა წინ შვილს, რომ შვილო, 9 წელი ჩაგსვამენ, არ წახვიდე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ეს პირიქით იმოქმედებს და ყველა გამოვა და გადავავსებთ ქუჩებს, ახლა ყველანი უნდა მივიდეთ პრეზიდენტის სასახლესთან, ათონელზე და მოვითხოვოთ, რომ პრეზიდენტმა, (მე მგონი ისედაც აპირებს) დღესვე შეიწყალოს, რომ დღესვე იყოს ლაზარე თავისუფალი.

ვინც უყურებთ, ძალიან გთხოვთ, ახლა გამოდით ათონელზე, პრეზიდენტის სასახლესთან, ლაზარე გავათავისუფლოთ“, – ამბობს ნატა ფერაძე.  

ცნობისთვის, 2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო დღეს ქართულმა სასამართლომ, შოკში ვარ! – ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა

„გამოარჩიეს ორიგინალური გარეგნობის გამო, პროპაგანდის მანქანის მეშვეობით დაარწმუნეს ხალხი, რომ მან მოლოტოვი ისროლა – გატეხავთ არა ბიძინა! წავა რუსული მთავრობა, მათ შორის ამისთვის“ – როგორ ეხმაუბიან გრიგორიადისის განაჩენს ოპოზიციაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g