LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის პირები, რომლებიც სასამართლოზე ზემოქმედებას ცდილობდნენ” – შსს

34

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, გამოძება ცდილობს დაადგინოს ის პირები, რომლებიც საქმის მოკვლევის დროს, მტკიცებულებების გაყალბების ან დამალვის გზით, გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდნენ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე რამდენიმე პირი გუშინ უკვე გამოიკითხა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g