LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოგონილი ბრალდებაა, სილურჯე შეიძლება მიჯახებითაც მიიღოს ადამიანმა – გოგი წულაია ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს

414
გოგი წულაია 1

პოლიტიკოსის, გოგი წულაიას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ ბრალდებული ქალზე ძალადობას და მითუმეტეს სექსუალურს, ის კატეგორიულად უარყოფს. 

“ადამიანს რამდენიმე თვის წინ უმძიმესი, გულის შუნტირების ოპერაცია აქვს გაკეთებული და ჩივილები აქვს პოტენციურ უნარებთან დაკავშირებით და ეს ექსპერტიზითაც დადასტურდება. გამოგონილი ბრალდებაა. სილურჯე თუ აქვს, ეს შეიძლება მიჯახებითაც მიიღოს ადამიანმა, ამიტომ, დანაშაულის ჩადენას მტკიცებულებები ჭირდება,”- აცხადებს  “კურიერთან” სატელეფონო საუბარში  ვალერი გელბახიანი.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსი გოგი წულაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

mazda magti 5g