LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამომძიებელი: „ნიკა მელია საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს“

246
Untitled design

„შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით ახლა შევხვდით დაკავებულ პირს [ნიკა მელიას], მაგრამ დაკავებულმა პირმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა“, – ამის შესახებ განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ირაკლი ლუხოშვილმა, რომელიც თბილისის მთავარ სამმართველოში ნიკა მელიას სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე შეხვდა.

ენმ-ის ცნობით, გლდანში ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს – „მოვითხოვთ, მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!“ 

როგორც ირაკლი ლუხოშვილმა აღნიშნა, „თუ დაკავებული პირი გადაწყვეტს, რომ საგამოძიებო ორგანოსთან ითანამშრომლოს, სამსახური მზად არის, შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები გაატაროს და გადაწყვეტილებები მიიღოს“.

„უშუალოდ, როდესაც დაკავებულ პირს შევხვდი, ტანსაცმლისგან ხილულ ადგილებში, პირადად მე, სხეულის დაზიანება არ შემიმჩნევია.

თუმცა, თუ დაკავებული პირი ისურვებს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას, საგამოძიებო ორგანო მზად არის გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები რომ განგვეხორციელებინა, ამ მიზნით შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ მან ინფორმაციის მოწოდებაზე და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა“, – თქვა ირაკლი ლუხოშვილმა.

ცნობისათვის, გუშინ, 22 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც გლდანში თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ, ადგილზე პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ. მოგვიანებით დაპირისპირება დაიწყო ენმ-ის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის, რა დროსაც სამი პირი, ენმ-ის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავეს.

ამავე თემაზე:

ენმ-ის დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შსს-მ 6 პირი დააკავა

„ჰანტელები დაგვარტყეს.. ყველაფერი დაამტვრიეს.. როდესაც გვირტყამდნენ ნიკა მელიას აგინებდნენ“ – ირაკლი ეძგვერაძე 

ვიდეო: ნიკა მელიას თქმით, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხა 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი

ხაბეიშვილი: „ტურებივით ჩასაფრება მოუწყვეს ირაკლი ეძგვერაძეს და მის თანმხლებ პირს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ათობით ადამიანი დაესხა თავს“

„მთელმა გლდანის რაიონმა იცის, რა კაცია კოტე ზარნაძე და რა კაცია ირაკლი ეძგვერაძე“ – დაპირისპირება საკრებულოში  

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მიმართვას ავრცელებენ

mazda magti 5g