„5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ლე მერიდიენ ბათუმი“ სტუმრებს 15 ივნისიდან უმასპინძლებს.
„ლე მერიდიენ ბათუმი“ უნიკალური არქიტექტურის მქონე, კავკასიაში ყველაზე მაღალ შენობაში – „ბათუმი თაუერშია“ განთავსებული და სტუმრებს ზღვისპირა გამორჩეულ ლოკაციას, მაღალი დონის ინფასტრუქტურას და 105 სხვადასხვა კატეგორიის კომფორტულ და დახვეწილი ინტერიერის მქონე სასტუმრო ნომერს სთავაზობს.
„5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Le Méridien Batumi გამორჩეული ინტერიერის დიზაინით და მომსახურების მაღალი ხარისხით შექმნის ახალ სტანდარტს რეგიონში. „მერიოტის“ ბრენდის ქვეშ მოქმედი “ლე მერიდიენ ბათუმის” 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შიდა და გარე აუზს, სპა-ცენტრს, რამდენიმე რესტორანს, ლაუნჯსა და საკონფერენციო დარბაზებს მოიცავს.
„ლე მერიდიენ ბათუმის“ სასტუმროში ხელოვნების შთამბეჭდავი ნიმუშები შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. ჩვენს საპრეზედენტო ოთახს კი ქართველი მხატვარის, გიორგი არეშიძის, იგივე რეშკას ულამაზესი ნამუშევრები ამშვენებს. რეშკა ძირითადად აბსტრაქტულ-ექსრესიონიზმშიმუშაობს და აქტიურ საგამოფენო მოღვაწეობას ეწევა. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო სტოკჰოლმში, ვენაში, ბერლინში და ევროპის სხვა წამყვან ქალაქებში“, – აცხადებენ Le Méridien Batumi-ის მენეჯმენტში.
მათივე ცნობით, სასტუმრო და პერსონალი სრულ მზადყოფნაშია, სასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე, ევროპული შარმითა და ელეგანტურობით გაჟღენთილი მოგზაურობის გამოცდილებით გაგანებივროთ.
Marriott-ის ბრენდის შესახებ:
90 წელიწადზე მეტია, რაც Marriott International საკუთარ საქმიანობას სტუმრებზე ზრუნვას უძღვნის, მთავარი აქცენტებით ხარისხზე, მომსახურებასა და ნდობაზე.
„დღეს ეს ღირებულებები იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.სულ მალე, მზად ვიქნებით მივიღოთ სტუმრები მსოფლიოს გარშემო. შესაბამისად, გვსურს, უზრუნველვყოთ უსაფრთხო გარემო, რომლის მისაღწევადაც გათვალისწინებული იქნება ექსპერტების მიერ COVID-19-ის დასამარცხებლად დაწესებული პროტოკოლები. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, „მარიოტი“ ხელახლა განსაზღვრავს დალაგებისა და დასუფთავების სტანდარტებს.
ხელის სადეზინფექციო სითხეები სასტუმროების შესასვლელში, რეცეფციასთან, ლიფტებსა და საერთო სივრცეებში განთავსდება. საჯარო სივრცეებში განთავსება ასევე მანიშნებლები, რომლებიც ხალხს სოციალურ დისტანცირებას შეახსენებს.
ჩვენს პროტოკოლს ასევე დაემატება ყველა სასტუმრო ოთახის სხვადასხვა ტიპის ზედაპირის სამედიცინო ხსნარებით დეზინფექცია. ამასთან, თითოეულ ოთახში განთავსდება სადეზინფექციო ხელსახოცები. „მარიოტი“ ასევე გამოიყენებს ისეთი ტიპის ტექნოლოგიებს, როგორიცაა: ელექტროსტატიკური შესასხურებელი იმისათვის, რომ ზედაპირები მთელი სასტუმროს მასშტაბით იყოს დეზინფიცირებული.
ჩვენი მობილური ტექნოლოგიები სტუმრებს დისტანცირების საშუალებას აძლევს – 3,200-ზე მეტ სასტუმროში, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მობილური აპლიკაცია check in-ის, თქვენს ოთახზე წვდომის და ოთახის მომსახურების მისაღებად, რომელიც სპეციალური მეთოდით იქნება შეფუთული და თქვენამდე უკონტაქტოდ მოვა“, – აცხადებს ბილ მარიოტი.