LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოთქმა – „მეხის გავარდნას ჰგავდა სიკვდილი“ ახლა გავიგე ზუსტად რას ნიშნავს, შოკირებული ვარ..მე დავკარგე ცხოვრების მასწავლებელი“ – ენდი ნემსიწვერიძის გარდაცვალებას დათო ლიკლიკაძე ემოციური სიტყვებით ეხმაურება

795
BeFunky-collage (50)

ენდი ნემსიწვერიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში დათო ლიკლიკაძე ეხმაურება.

დათო აღნიშნავს, რომ ნემსიწვერიძე გენიალური ქართველი პოეტი, კარგი მოქალაქე, მამა და მეუღლე იყო.

დათო წერს, რომ მომხდარის გამო შოკირებულია.

„გამოთქმა -„მეხის გავარდნას ჰგავდა სიკვდილი“ ახლა გავიგე ზუსტად რას ნიშნავს. შოკირებული ვარ და სრულიად შემძრა ენდი ნემსიწვერიძის გარდაცვალების ამბავმა. ის ბევრისთვის იყო გენიალური ქართველი პოეტი, კარგი მოქალაქე, მამა და მეუღლე. მე დავკარგე მასწავლებელი, ცხოვრების მასწავლებელი, რომელიც სკოლის შემდეგაც ჩემი მეგობარი იყო.

ტკივილს მგვრის ეს ამბავი ახლა სამშობლოდან შორს და ჩემი ფიქრებით ქუთაისში ვარ.

ჩემი ფიქრებით შენთან ვარ ძვირფასო გეგი ნემსიწვერიძე და კარგო ადამიანო მადონა ჯაიანი, ძალიან ვწუხვარ, რომ ამ მძიმე დღეებში თქვენს გვერდით არ ვარ.

ქუთაისი სათანადო პატივს მიაგებს მის უკარგეს ენდი ნემსიწვერიძეს,“ – წერს დათო ლიკლიკაძე.

ქუთაისის მე-7 სკოლის დირექტორი, პოეტი ენდი ნემსიწვერიძე საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა – რას წერდა პოეტი სოციალურ ქსელში გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g