LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის მე-7 სკოლის დირექტორი, პოეტი ენდი ნემსიწვერიძე საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა – რას წერდა პოეტი სოციალურ ქსელში გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე

4030
BeFunky-collage (47)

ქუთაისის მე-7 სკოლის დირექტორი, პოეტი ენდი ნემსიწვერიძე საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, მას დღეს 57 წელი შეუსრულდა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ის სოციალურ ქსელში წერდა:

„დღეს, საჩუქრად ჩემივე ლექსების ახალი კრებული, “სიცოცხლის ალავერდი” მივიღე, ჩემი საუკეთესო მეგობრებისგან. ახლა უკვე ორი წიგნით, ორი ბიჭით, ერთი ცოლით, ასობით მოსწავლით, უამრავი კოლეგით, კეთილი და უერთგულესი  მეგობრებით გარშემორტყმული ვხვდები, საკუთარ დაბადების დღეს.

თავს გიხრით, მიყვარხართ ყველანი…მიიღეთ ჩემგან სიყვარულის და სიცოცხლის ალავერდი!“, – წერდა ენდი ნემსიწვერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები