LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოუშვით 1 წუთით, მიმიშვით ამ არაკაცთან და დამიმატეთ მერე 6 წელი კიდევ” – რამ გააღიზიანა 5 ივლისის საქმეზე ბრალდებული

11825
Untitled design - 2022-02-22T142510.067

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომაზე, დაკავებულმა გიორგი ნასყიდაშვილმა “ფორმულას” ჟურნალისტის რატი წვერავას მიმართ აგრესია გამოხატა.

წვერავა ერთ-ერთია, 53 ჟურნალისტს შორის, ვინც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მიერ ორგანიზებული ძალადობის დროს დაშავდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბრალდებული გააღიზიანა რატი წვერავას დაკითხვის იმ ფრაგმენტმა, სადაც ჟურნალისტი ძალადობრივი განცხადებების ავტორებს “არაკაცებად” მოიხსენიებდა.

“გამოუშვით 1 წუთით და დამიმატეთ მერე 6 წელი კიდე, მიმიშვით ამ არაკაცთან. ამ ვიგინდარას შემოვარტყამ და მოძალადე მერე მე ვარ და ეს არის ანგელოზი. მოდის და არაკაცს გვიწოდებს”, – თქვა ბრალდებულმა გიორგი ნასყიდაშვილმა.

გიორგი ნასყიდაშვილს ბრალი 5 ივლისის საქმეზე, კერძოდ კი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტზე ძალადობის გამო წაუყენეს. ის ამოიცნო დაშავებულმა ჟურნალისტმაც.

რატი წვერავას 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ურტყამდა, კადრები გადაიღეს მედიასაშუალებებმა და იქ მოძალადეების იდენტიფიცირება შესაძლებელია, თუმცა, როგორც ჟურნალისტი ამბობს, დაკავებულია მხოლოდ ერთი კაცი.

 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები