LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოვა თუ არა 48: ფიფა ივნისამდე იტყვის ყატარი როგორი იქნება

142
1055289346

ფიფა ივნისამდე გადაწყვეტს როგორი იქნება ყატარის მუნდიალი. საუბარია გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდაზე. მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატი პირველად გაიმართება არა ზაფხულში, არამედ ზამთრის პერიოდში – 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე.

„რთულია 48-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზება, რადგან ყატარი პატარა ქვეყანა. შეიძლება მატჩები მეზობელ ქვეყნებშიც გაიმართოს. ყატარი მზად არის სხვა ქვეყნების ჩართვის საკითხი განიხილოს. თუ მოხერხდება 48-გუნდიანი ტურნირის ორგანიზება, ძალიან კარგი იქნება, თუ არ გამოვა, არც ეს იქნება ტრაგედია. გადაწყვეტილება ივნისამდე უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.

ამასთან, უკვე გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები