LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოვლინდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა“ – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინა

117
სურსათის ეროვნული სააგენტო

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით, ინდივიდუალური მეწარმე ი.ს. ბიზნესსაქმიანობას [რძის გადამუშავება, ყველის წარმოება] ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა.

„ამავდროულად, ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა.

ინსპექტორების მიერ ამოღებული და დალუქულია მზა პროდუქტები (კარაქი, სულგუნი), დიდი რაოდენობით პალმის ზეთი და 40 ტომარა რძის ფხვნილი. მეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების გამოვლენის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ. მიმდინარე წელს, სააგენტოს მიერ 29 უკანონო საწარმოა გამოვლენილი, მათ შორის 18 – ქვემო ქართლის რეგიონში“, – წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

❗️ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინა 🍶 სურსათის…

Posted by სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency on პარასკევი, 04 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g