LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ახლახანს დაფიქსირდა“ – რა განცხადებას აქვეყნებს საპატრიარქო

274
Capture

საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც მცხეთის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებული ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

საპატრიარქოს განცხადებით მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში დაფიქსირებული ფაქტი შეურაცხმყოფელია არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპატრიარქომ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტების დაზუსტებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

„გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, – მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ახლახან დაფიქსირდა. ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების (თუ მოქალაქის) შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი (თუ ადამიანები) ჯერ კიდევ არიან საქართველოში და იყო მოწოდებაც მათ მიმართ პირადი ანგარიშსწორების შესახებ, რაც დაუშვებელია.

შევნიშნავთ, რომ ფაქტების უტყუარობის დადგენის მიზნით და სათანადო რეაგირებისთვის წერილობით მივმართეთ შსს-ს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g