დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, 2022 წლამდე გამოვლენილი ინფიცირების ჯამური მაჩვენებლიდან მედიკოსებზე 3,2% მოდის.
ამირან გამყრელიძის თქმით, 31 დეკემბრამდე კოვიდით 143 სამედიცინო მედმუშაკი დაიღუპა.
“მთლიან ინფიცირებაში 31 დეკემბრის მონაცემებით 3,2 % არის სამედიცინო პერსონალი. იანვარში ეს პროცენტი უფრო მეტად გაიზრდებოდა, რადგან ჩვენ იანვარში სერიოზული “ომიკრონის” სერიოზული გავრცელება გვაქვს.
გამომდინარე აქედან სამედიცინო პერსონალი, რომელიც ფრონტის წინა ხაზზეა ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებდა. რაც შეეხება გარდაცვალებას, 31 დეკემბრამდე 143 სამედიცინო პერსონალი დაგვეღუპა კოვიდით,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
საქართველოში პანდემიისას გარდაცვლილთა 96% 50 წელზე მეტი ასაკის იყო: NCDC
საქართველოში 10 700-მდე ორსული დაინფიცირდა – როგორია კოვიდპაციენტების სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსით 160 000-მდე ბავშვი დაინფიცირდა: NCDC