LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით 160 000-მდე ბავშვი დაინფიცირდა: NCDC

112
fortuna.ge (52)

საქართველოში, ბავშვებში Covid-19-ის პირველი შემთხვევა 2020 წლის 10 მარტს დადასტურდა.

მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც დადასტურებული შემთხვევების 17.1%-ია,  – ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ახალ ანგარიშში, რომელიც 2020-2021 წელს ქვეყანაში პანდემიის გავრცელების სხვადასხვა ასპექტს მიმოიხილავს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2020-2021 წლებში ბავშვებსა და მოზარდებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მზარდი ტენდენცია აღინიშნებოდა.

4 წლამდე ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი 21% იყო, ხოლო ყველაზე მაღალი გავრცელება დაფიქსირდა 10-14 წლის მოზარდებში -31%.

 

 

რაც შეეხება სქესს,  დადასტურებული შემთხვევების 51% მოდიოდა გოგონებზე, 49% კი ბიჭებზე.

ანგარიშის თანახმად, რეგიონების მიხედვით,  ბავშვებში ვირუსის გავრცელება ყველაზე მაღალი იყო თბილისსა (36.6%) და იმერეთში (15.2%)  – ხოლო ყველაზე დაბალი სამცხე-ჯავახეთში (1.6%).

 

 

 

NCDC-ის ანგარიში ამავე თემაზე:

საქართველოში 10 700-მდე ორსული დაინფიცირდა – როგორია კოვიდპაციენტების სტატისტიკა

საქართველოში პანდემიისას გარდაცვლილთა 96% 50 წელზე მეტი ასაკის იყო: NCDC

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g